„გახსენით ქვეყანა“- დედაქალაქის მსგავსად აქცია გაიმართა ბათუმში. ევროპის მოედანზე შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ქვეყანაში რეგულაციების სრულად მოხსნა და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოსახლეობის არათანაბარ პირობებში ჩაყენება მთავრობის მხრიდან არასწორია. აქციას თბილისის მსგავსად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ.