ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 989 ტესტიდან კორონავირუსი 676 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქში ვირუსით კიდევ 253 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გვაქვს აჭარაში. ბოლო დღე ღამეში ვირუსი 1 441 მოქალაქემ დაამარცხა.
რაც შეეხება კორონავირუსისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის ფაქტებს. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინეს. მხოლოდ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 688 ადამიანი დაჯარიმდა.