ხულოს მერია წელს მამულაძის, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაახლებს. ამ ქუჩებზე გაფართოვდება გზა, მოეწყობა ბილიკები და სკვერი.
ასევე პროექტის მიხედვით დაბაში გამოიყოფა ტერიტორია საპარკინგე და აგრარული ბაზრისთვის. დაბის მოწესრიგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის წელს მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.