პირველი თებერვლიდან რესტორნების ღია სივრცეები იხსნება

29 იანვარი 2021, 18:10 1845 ნახვა

ორი თვის შემდეგ ორშაბათიდან რესტორნების კარი მომხმარებლებისთვის გაიღება, თუმცა მხოლოდ აჭარაში და  მუშაობის განახლებას მხოლოდ ის კვების ობიექტები შეძლებენ, რომლებსაც სტუმრების მიღება ღია სივრცეში შეეძლებათ. თუმცა ამ წესის მიუხედავად, ისინი შაბათ-კვირას საერთოდ არ იმუშავებენ.

ეს არ არის ერთადერთი მოთხოვნა, რომლის  შესრულების ვალდებულებაც აქვს ბიზნესს.   აჭარის გარდა  სხვა  ქალაქებში რესტორნები არ იხსნება და  ისევ მიტანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას.

ამ მომსახურებაზე ხვალ, 24 საათით უარს იტყვის ათეულობით რესტორანი. ისინი მთავრობის კანცელარიასთან  საპროტესტო აქციის გამართვასაც აანონსებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი