საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით აჭარაში პირველი თებერვლიდან ღია კაფეები იხსნება - სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს რეგულაციები გააცნეს. დადგენილია ის სავალდებულო ნორმები, რომელთა შესრულებაც კვების ობიექტების მეპატრონეებსა და მომხმარებლებს მოუწევთ.
რეგიონში გამართულ შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც ვირუსის პრევენციისთვის შემუშავდა.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ ვალდებულება მართონ რიგები და არ დაუშვან კაფეებში დადგენილზე მეტი მომხმარებელი. ასევე დასაქმებულებს ექნებათ ვალდებულება ორ კვირაში ერთხელ ტესტირება გაიარონ.