ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში ხანძარია. ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე ტყის მასივს და გამხმარ ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია. ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობაა.