ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, რესტორნებისთვის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების უფლება და კომენდანტის საათის გაუქმება - ეს ვრცელი მოთხოვნებიდან რამდენიმეა, რომელსაც აქციის მონაწილეები მთავრობას უყენებენ. ისინი თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს შორის არიან ადამიანები რომლებიც დაწესებული შეზღუდვების შედეგად განსაკუთრებულად დაზარალდნენ.