ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც კომენდანტის დროს გადაადგილდებოდნენ.პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი სამართალდამცველებმა 664 ფიზიკური პირი დააჯარიმეს.