ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, შავიშვილების 4-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. სავარაუდოდ ხანძრის გაჩენის მიზეზი შეშის ღუმელი გახდა. სახლი მთლიანად დაიწვა - დამწვარია საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის ადგილას მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
ხანძრის დროს ოჯახის ერთი წევრი დაშავდა, მას კიდურები აქვს დამწვარი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის ევექსის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ქობულეთის ევექსის საავადმყოფოს, მიმღები განყოფილების ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი იმყოფებოდა სტრესულ ვითარებაში, რომელსაც განუვითარდა მაღალი არტერიული წნევა. გაეწია სამედიცინო დახმარება.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარს შეისწავლიან და შესაძლებლობების ფარგლებში, ოჯახს დახმარება გაეწევა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.