ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება აღდგენილია. ასევე, მოძრაობა აღდგა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ციხისძირის მონაკვეთზეც.
დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი სატვირთო ავტომობილი, ციხისძირის გზაზე კი რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი მოცურდა, რის გამოც გზების მონაკვეთებზე გადაადგილება შეფერხებული იყო.
შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებული იყო ტექნიკა და გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.