როდის აღდგება სწავლა სკოლებში ჯერაც უცნობია

19 იანვარი 2021, 20:05 1891 ნახვა

მალე 1 წელი გახდება, რაც საქართველოში ონლაინ სწავლებაა. ვინაიდან არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მთავრობის განცხადებით, მოდუნების საფუძველს არ იძლევა, სწავლის აუდიტორიებში გაგრძელების პერსპექტივა შესაბამისად ჯერ არ ჩანს.

კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობის გაძლიერება დისტანციური სწავლების დროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს.

თუ ადრე მშობლები კომპიუტერთან გატარებულ საათებსა და წუთებს უთვლიდნენ მოზარდს, ხშირად უთიშავდნენ  და უმალავდნენ კიდეც კომპიუტერულ ტექნიკას, ახლა თავად მოითხოვენ ბავშვისაგან, ჩართოს კომპიუტერი, დაესწროს ონლაინგაკვეთილს და მოამზადოს დავალებები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში