ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

18 იანვარი 2021, 11:50 1057 ნახვა

ინდონეზიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა. ინდონეზიის დასავლეთ, სულავესის პროვინციაში მომხდარი სტიქიის შედეგად 740-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 27 000-ზე მეტმა კი საცხოვრებელი დატოვა. როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რეგიონის სხვადასხვა მხარეში ძარცვის აღსაკვეთად ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიციისა და არმიის დანაყოფები განათავსა. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მიწისძვრის შედეგების გარდა, ინდონეზია წყალდიდობასაც ებრძვის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი