სამაშველო ოპერაცია გრძელდება

18 იანვარი 2021, 11:48 1450 ნახვა

თურქეთის პროვინცია ბართინის გუბერნატორის ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული მრალტვირთმზიდის „არვინის“ ეკიპაჟის 13 წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან და არა რუსეთის, როგორც ეს მანამდე ითქვა. მისი თქმით, ეკიპაჟის ორი წევრი ცოცხალი იპოვეს, მათთან მისვლას მაშველები ცდილობენ. ეკიპაჟის 6 წევრი გადაარჩინეს. გარდაცვლილია ორი მეზღვაური. ქალაქ ბართინის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გემი, რომელიც პალაუს დროშით ცურავდა,  უამინდობის გამო ჩაიძირა. ის საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა. გემის მფლობელი უკრაინული კომპანიაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი