"ჰუმან რაითს ვოჩ“–ის ანგარიში მედიის თავისუფლების შესახებ

14 იანვარი 2021, 11:52 1190 ნახვა

მედიის თავისუფლების ნაწილში  ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიშში  ვრცელი თავი დაეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს. ანგარიშში საუბარია გასულ წელს ახალი მენეჯმენტის პირობებში გატარებულ საკადრო ცვლილებებსა და მათ მიერ სამსახურიდან დათხოვილ თანამშრომლებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ  ახალმა  ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა მდუმარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე და საფუძვლად კი  შინაგანაწესის „უხეში დარღვევა“ დასახელდა. ასევე ანგარიშში მოხვდა სამსახურიდან ფეისბუქ სტატუსის გამო გათავისუფლებული წამყვანიც,  რომელიც ასევე ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელია. გათავისულფების მოტივად კი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობა დასახელდა. ანგარიშში საუბარია ასევე კიდევ სამი თანამშრომლის გაათავისუფლების ფაქტზე, რომელთაგან ორი პროფკავშირის  აქტიური წევრია და რომელთა ორგანიზებითაც მოეწყო აქცია სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით 280 თანამშრომლის პეტიციის საფუძველზე აღადგინეს.-ნათქვამია ანგრაიშში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში