მოზარდები წელზე მეტია გონიოში მინი სტადიონის შეკეთებას ელიან /მოქალაქის წერილი/

10 აპრილი 2018, 00:00 5442 ნახვა

გონიოში, მინი სპორტული მოედანი, სადაც 35-მდე მოზარდი ყოვედღიურად იკრიბებოდა და თამაშობდა, დაზიანებულია. 
უკვე წელიწადზე მეტია სტადიონი ავარიულ მდგომარეობაშია. დაზიანებულია ხელოვნური საფარი და  მოედნის ირგვლივ რკინის კონსტრუქცია.

სტადიონზე გაჩენილია ორმოები, მწყობრიდან გამოსულია გარეგანათების ბოძები, მოედანზე ბავშვები თამაშს ვეღარ ახერხებენ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რამდენიმე მოზარდმა სოციალურ ქსელში მოგვწერა და თემით დაინტერესება გვთხოვა. გვითხრეს, რომ   გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა სტადიონის  სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა. 

მაუწყებელმა ინფორმაცია ბათუმის მერიაში გადაამოწმა. უწყებაში გვეუბნებიან, რომ პრობლემის შესახებ იციან. 
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ სარეაბილიტაციოდ საჭირო თანხებს იძიებენ. ირწმუნებიან, რომ ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი მინი სტადიონის შესაკეთებლად.
მერიაში არ იციან, კონკრეტულად, რა ვადებში ჩაუტარდება რეაბილიტაცია გონიოს სკოლასთან არსებულ საფეხბურთო მოედანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში