სნაიპერთა სკოლა

03 აგვისტო 2024, 12:21 317 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები ერთობლივად დასრულდა. სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც.

სამხედრო მოსამსახურეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა, მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსების უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში