სტიქია რეგიონებში

12 იანვარი 2021, 17:52 1034 ნახვა

აჭარის გარდა სტიქიამ პრობლემები შექმნა სხვა რეგიონებშიც. უხვმა ნალექმა წყალტუბოს, ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში დატბორა საუბნო გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. სამტრედიაში, სოფელ ბაშში დაიტბორა ათამდე საცხოვრებელი სახლი. ხარაგაულში ადიდდა მდინარე ძირულა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა დააზიანა.

სურამსა და ხაშურში დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, იზარალეს მეწარმეებმაც - შეცვლილი კალაპოტის გამო მდინარე სურამულამ სათბურები დატბორა, ნაწილი კი წაიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში