ბელარუსში კორონავირუსმა მღვდელმთავარი იმსხვერპლა

12 იანვარი 2021, 14:49 1141 ნახვა

85 წლის ასაკში სრულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი  გარდაიცვალა. 1990-დან 2013 წლამდე იგი  ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი იყო. 2020 წლის დეკემბერში ღვთისმსახურს კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა.  მიტროპოლიტი ფილარეტი 1935 წელს მოსკოვში დაიბადა. 1970-1980 წლებში მსახურობდა ევროპაში, 1981-დან 1989 წლებში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი