გაგრაში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.იწვის ტყე, საცხოვრებელ სახლებს კი საფრთხე არ ემუქრება-ამის შესახებ ერთ-ერთი რუსული მედია იტყობინება. გაგრაში ძლიერი ქარია, ამიტომ არ არის გამორიცხული ხანძრის ახალი კერები გაჩნდეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს მეექვსე დღეა ებრძვიან. პირველი რამდენიმე კერა 4 იანვარს გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში გაჩნდა.