ინდონეზიაში სამგზავრო ბოინგი რადარებიდან გაუჩინარდა. როიტერსის ინფორმაციით ბორტზე 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.
რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ბოლოს კუნძულ იავასთან, იავის ზღვის აკვატორიის თავზე დააფიქსირეს.
ბბს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი რეგისტრაციის დეტალების თანახმად, თვითმფრინავი 26 წლის ბოინგ 737-ია. ფაქტთან დაკავშირებით სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.