პოლიციამ რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის ბარი „სახელოსნო“ დახურა

07 იანვარი 2021, 12:33 1218 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა. უწყების ცნობით, ბარი რეგულაციების დარღვევისთვის 2020 წლის 23 მაისს 10 000 ლარით იყო დაჯარიმებული.

''ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს - „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი