კონგრესში ტრამპის იპმიჩმენტის მომზადება დაიწყეს. წარმომადგენელთა პალატის წევრმა დევიდ სისილინიმ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდა მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უფლებამოსილება გაუქმოს. თავის ტვიტერში მან დაწერა, რომ პენს შეუძლია ჩაახშოს ეს სახელმწიფო გადატრიალება, თუ მოისურვებს. თავის მხრივ ტრამპმა მაიკ პენს თეთრ სახლში სესვლა აუკრძალა. გუშინ საღამოს აშშ-ის ორივე პალატის ერთობლივი სხდომა მასშტაბური არეულობების გამო შეწყდა. მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შენობაში სროლაც ისმოდა. წესრიგისდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და შუქმანათობელი ყუმბარები გამოიყენეს. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კონგრესის შენობიდან გაიყვანეს. ასევე განხორციელდა წარმომადგენელთა პალატის წევრების ევაკუაცია. ევაკუაციის დროს კონგრესმენთა ნაწილს გაზ საწინააღმდეგო ნიღბები ეკეთა. ამერიკის გადარჩენისთვის მარში კაპიტოლიუმის შტურმში გადაიზარდა. მანამდე დონალდ ტრამპის მოწოდებით ათასობით მისმა მხარდამჭერმა ვაშინგტონის ქუჩებში მასშტაბური მსვლელობა მოაწყო და კაპიტოლიუმის შენობა ალყაში მოაქცია. თავად ტრამპი მხარდამჭერებს კონგრესთან მისვლას დაჰპირდა, თუმცა შტურმის შემდეგ გადაიფიქრა. მათი მოქმედება არ დაუგმია, მხოლოდ სთხოვა ძალადობისთვის არ მიემართათ.