ქრისტიანულ სამყაროში შობა უდიდესი დღესასწაულია, მას წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ დასრულდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობას იულიანური კალენდრით აღნიშნავს 25 დეკემბერს, რაც გრიგორიანული კალენდრით 7 იანვარია.
შობის ღამეს პატრიარქის კურთხევით ფანჯრებთან სანთლებს ანთებენ, რაც სიმბოლურად მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან, შობის ლიტურგიის პირდაპირ ტრანსლაციას ჩვენი არხის საშუალებით შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.