მაშველები ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ

06 იანვარი 2021, 11:21 1054 ნახვა

ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა ხანძრის 243 კერა, აქედან 232 ლიკვიდირებულია.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ​ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველები ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ. მათ შორის ერთი კერა აჭარაში, სოფელ ბზუბზუშია - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. 

სოფელ ჯაღირაში იწვოდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 

ჯვარი, სოფელი მუჟავა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება, შემთხვევის ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა  შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით, მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

სოფელი სქური - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი.

მარტვილი, სოფელი ბალდა - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება.

იმერეთი წყალტუბო, სოფელი ზარათი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე- მაშველთა პირადი შემადგენლობა და 9 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ხონი, სოფელი ძეძილეთი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ლოკალიზებულია.

რაჭა-ლეჩხუმი ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ - იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი.

ცაგერი, სოფელი ჩქუმი - იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება.

სოფელი ლაილაში - კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი.

შიდა ქართლი რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარისა, მობილიზებულია შესაბამისი ავტოტექნიკა. ამ დროისთვის მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფიები და 3 სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი