24 საათში მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის 100 კერა ჩააქრეს

05 იანვარი 2021, 15:30 1265 ნახვა

ქვეყანაში ჯამში ხანძრის 5 აქტიური კერაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამეგრელოში არსებული 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე კი ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. რაჭაში ორი კერიდან ერთია ლიკვიდირებული. იმერეთში 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია. ასევე გურიაშიც. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მეხანძრე-მაშველებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს. მათივე ცნობით, ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც.

ხანძრების შედეგად კი არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ. უწყებაში ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი