ბათუმში „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შენობა 20-მდე ოჯახმა უკანონოდ დაიკავა

31 დეკემბერი 2020, 00:11 14092 ნახვა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე 20-მდე ოჯახი "საქართველოს რკინიგზის" კუთვნილ შენობაში შეიჭრა და ფართის გადაცემას ითხოვენ.

მათივე განცხადებით, საცხოვრებელი არა აქვთ, ნაქირავებში თანხის გადახდას კი, პანდემიის გამო ვერ ახერხებენ.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფება.

„არავის აქვს უფლება, შეიჭრას სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ფართი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება რეაგირება. არ ვიცით, რა კატეგორიის ოჯახები შემოჭრნენ. ჩვენ მოვუწოდებთ, დატოვონ ტერიტორია და ყველას ინდივიდუალურად შევხვდები, არც ერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფო დახმარების იმ პროგრამის მიღმა, რომელიც მათ ეკუთვნის”, - განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

ამ დროისთვის, სამართალდამცველები და მინისტრის მოადგილე მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ცდილობენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი