თურქეთში შესვლის მსურველმა და ტრანზიტით მიმავალმა მგზავრებმა PCR ტესტის ცნობა უნდა წარადგინონ - საელჩო

30 დეკემბერი 2020, 14:32 1403 ნახვა

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა რეგულაციები საჰაერო და სახმელეთო გზით, თურქეთში შემოსვლის მსურველი და თურქეთის გავლით, ტრანზიტით მიმავალი მგზავრებისთვის - ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ 30 დეკემბრიდან, თურქეთში შემოსვლის მსურველმა და თურქეთის გავლით, ტრანზიტით მიმავალმა მგზავრებმა უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.

ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, არ მიეცემათ ფრენის საშუალება. 6 წელზე ქვემოთ მგზავრებისთვის სავალდებულო არ არის ამგვარი ცნობის წარდგენა.

''დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი