ეპიდვითარება 27/12

27 დეკემბერი 2020, 18:07 1286 ნახვა

კოვიდ 19-ის გავრცელების დინამიკა დადებითია, ეპიდვითარება სტაბილურდება - ჯანდაცვის სამინისტროში შემთხვევათა კლებაზე საუბრობენ. ათას 97 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა გასული 24 საათის განმავლობაში.  გარდაიცვალა 25 პაციენტი, მათ შორის 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა აჭარაშიც. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 81 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი.

ეპიდემიოლოგების აზრით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს უქმე დღეებზე მიმართვიანობის ნაკლებობასა და დიაგნოსტირების დაბალ მაჩვენებელს. 4 დღეა რეგულაციები შემსუბუქდა ქვეყანაში, სავარაუდოდ ორ კვირაში გამოჩნდება მობილობის გაზრდა გამოიწვევს თუ არა შემთხვევათა მატებას - ეპიდემიოლოგების თქმით, ეს კოვიდ რეგულაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ისინი შემთხვევების მკვეთრად მატებას არ პროგნოზირებენ. რაც შეეხება 3 იანვრიდან დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სავარაუდოდ უფრო მკაცრი რეგულაციები არ დაწესდება, ვიდრე ეს იყო 24 დეკემბრამდე.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი