უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა როგორც უკვე ავღნიშნეთ ნაციონალური მოძრაობის წევრების გარეშე ჩატარდა. ნაციონალურ მოძრაობის 6 წევრი ჯერ ითვლება უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, მათი უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანომ ათი დღის წინ ცნო. ოპოზიციამ უსკოში სიები გაანულა, ამის შემდეგ უმაღლეს საბჭოსაც მიმართეს ინდივიდუალურად, თუმცა 6 დეპუტატს მანდატი ჯერ არ შეჩერებია. სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განცხადებები დღესაც გაკეთდა. დავით გაბაიძემ ოპოზიციის გადაწყვეტილება ჭირვეიული ბავშვის საქციელს შეადარა.