სავაჭრო ობიექტებს, რომლებმაც ყველა წესის დაცვით ხვალიდან უნდა განაახლონ მუშაობა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ. უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა, მაღაზიები მხოლოდ დილის 07:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებენ, ფასდაკლებები კი დასაშვებია დილის საათებში.
სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.