ბრიტანეთში „COVID-19“-ის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

20 დეკემბერი 2020, 12:10 1591 ნახვა

გაერთიანებული სამეფოში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვა ავრცელებს. როგორც, ინგლისის მთავარი სამედიცინო სპეციალისტი, აცხადებს, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელების გამო, ის უფრო გადამდები შეიძლება, იყოს.

ჯერჯერობით უცნობია, მეტად საშიშია თუ არა „კოვიდის ახალი სახეობა სიცოცხლისთვის. ამასთან, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის დაფიქსირების ფონზე რეგულაციები გამკაცრდა. 

სამეფოში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის გამო, პირველ იანვრამდე დიდი ბრიტანეთიდან სამგზავრო ფრენებს აჩერებს ნიდერლანდები და არ გამორიცხავენ  ზომების ამოქმედებას სხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრების მიღებასთან დაკავშირებითაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი