12 მილიონ 411 700 ლარი - ასეთია დასამტკიცებლად გამზადებული ქედის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ონლაინ ფორმატში ადგილობრივებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. საჯარო განხილვაში მონაწილეობა ოპოზიციას არ მიუღია, ხელისუფლების ოპონენტები ბიუჯეტის პროექტს იწუნებენ.
ამბობენ, რომ ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული არ არის და არც სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, რასაც თვითმმართველობაში არ ეთანხმებიან.