თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში

09 დეკემბერი 2020, 11:33 1013 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი ბაქოში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს, შეხვდება, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები მთიანი ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლების შედეგებს, ორმხრივ ურთიერთობებს და საერთაშორისო და რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს  განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი