ქედის მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 411 700 ლარი იქნება. მუნიციპალიტეტის დაფინანსება ერთი მილიონი ლარით იზრდება. ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. ონლაინ შეხვედრას ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ძირითადი კითხვები მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელების გეგმას ეხებოდა. ოპოზიციას საჯარო განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, ოპონენტები ბიუჯეტის პროექტს იწუნებენ.
ამბობენ, რომ ფინანსური დოკუმენტი მორგებული არ არის მოსახლეობის საჭიროებებს და არც სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული, რასაც თვითმმართველობაში არ ეთანხმებიან. მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტს თვის ბოლოსთვის საკრებულო დაამტკიცებს.