ფიროსმანის 13 ნომერში მცხოვრებლები კორპუსზე 26-ე სართულის დაშენებას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ მშენებლობა არაკანონიერია.
ამ კორპუსის ამხანაგობის წევრებმა არაერთხელ მიმართეს მერიას, ასევე სარჩელი შეიტანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა უწყებამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ახლა ისინი აპირებენ მიმართონ სააპელაციო სასამართლოს.