“გირჩში” ისევ გაურკვევლობაა

05 დეკემბერი 2020, 12:20 671 ნახვა

სოციალურ ქსელში   ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება ვრცელდება, რომელშიც ის პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ესმის ყველა ადამიანის, ვისაც „ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, რესურსი ამოწურულია“. 

,, მქონდა კომუნიკაცია იაგოსთან, სანდროსთან და  ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება – ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი – ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით.  პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“. 

სოციალურ ქსელში გუშინაც გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რა გახდა კონკრეტულად  გირჩში დაპირისპირების მიზეზი. ამის საპასუხოდ ზურაბ ჯაფარიძემ თქვა რომ ყველაფერს მომავალი აჩვენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი