საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 10-23 დამარცხდა

29 ნოემბერი 2020, 20:34 1166 ნახვა

"შემოდგომის ერთა თასის” ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 10-23 დამარცხა.

გასული მატჩებიდან პროგრესი აშკარა იყო და ‘’ბორჟღალოსნებმა’’ ერთთა თასზე პირველი ქულები მიითვალეს. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში ლელოს, გარდასახვის და ჯარიმის გატანაც მოახერხა. ნავსი გიორგი კვესელაძემ გატეხა, რომელმაც მე-17 წუთზერამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და ლამაზი ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ გარდასხვა უნაკლოდ შეასრულა.

პირველი ნახევარი ‘’სამყურებმა’’ 7:20 მოიგეს. მეორე ნახევარში ორივე გუნდმა თითო საჯარიმო გაიტანა. საქართველოს ნაკრებს კიდევ 3 ქულა თედო აბჟანდაძემ მოუტანა. მატჩი საბოლოოდ 23-10 ირლანდიის გამარჯვებით დასრულდა.

ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ბოლო ადგილზე დაასრულა. პირველობა ინგლისმა არავის დაუთმო, მეორეზე ირლანდია გავიდა, ხოლო მესამეზე უელსი.

ქართველი მორაგბეები ახალ 8 ერის ტურნირზე ბოლო შეხვედრას 5 დეკემბერს ჩაატარებს, "ბორჯღალოსნების" მეტოქე ფიჯის ეროვნული ნაკრები იქნება. ამ შეხვედრაში ტურნირის მე-7 ადგილოსნის ვინაობა გაირკვევა.  

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიჯიმ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა გამოტოვა, ფიჯის ნაკრებში 29 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. თუმცა ახლა მათ რიგებში უკეთესი სიტუაციაა და ფიჯი უკვე სავარჯიშო პროცესში არის ჩართული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში