ხანგრძლივი შეზღუდვები და მაღალმთიანი აჭარა

29 ნოემბერი 2020, 18:15 884 ნახვა

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს საკვები პრუდუქტებით მომარაგების პრობლემა შეუქმნა.  ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრებლების ამბობენ, რომ  აკრძალვების გამოცხადებიდან ამოქმედებამდე მათ საჭირო პროდუქციის შესაძენად საკმარისი დრო არ ჰქონდათ. 

ძირითადად დამოკიდებული არიან ბათუმის ბაზარზე და ვინაიდან არ მუშაობს სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები  ქალაქში ვერ ჩამოდიან. გადაადგილების პრობლემას ვერ აგვარებენ ტაქსებით, რადგან ძვირია და პანდემიის ფონზე  დამატებითი ხარჯი. 

უჩივიან პროდუქტზე ფასების მატებასაც, განსაკუთრებით პურის ფქვილზე,რასაც სავაჭრო ობიექტებშიც ადასტურებენ.  ხულოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისთვის კი დამატებითი პრობლემაა ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია.  არ ჰყავთ ტრანსპორტი დაქირავება კი როგორც ამბობენ ძვირი უჯდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში