მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 62 მილიონს გადააჭარბა. ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ-19-ით 62 მილიონ 400 ათასს 949 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 42 მილიონ 798 ათასს 107 ადამიანი, მილიონ 449 ათასს 308 პაციენტი კი- გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 17 მილიონ 757 ათასს 534 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.