საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
16 იანვრიდან შეზღუდვები მხოლოდ შაბათ-კვირას დარჩება ძალაში.
"16 იანვრის შემდგომ ყველა შეზღუდვა იხსნება და რჩება მხოლოდ შაბათ - კვირას ის შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.