შესაძლოა დღეს გვყავდეს 10 000-მდე ინფიცირებული - პაატა იმნაძე

25 ნოემბერი 2020, 16:20 1098 ნახვა

შესაძლოა დღეს გვყავდეს 10 000-მდე ინფიცირებული - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პიკშია და ტესტირების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიზარდოს. 

„ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოს. ეს არის ძირითადი მიზეზი. 14 000 ტესტია ჩატარებული და გამოვლინდა ის შემთხვევები. უქმე დღეებში შედარებით ნაკლები კეთდება, მაგრამ გუშინ 14 000 ჩატარდა. ვფიქრობ, რომ ტესტირების მასშტაბი უნდა გაიზარდოს“,-განაცხადა იმნაძემ

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი