ეპიდსიტუაციის მიუხედავად, სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება - საკოორდინაციო საბჭო

20 ნოემბერი 2020, 13:23 893 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვაზეც ისაუბრეს. 

"საბჭომ განიხილა საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხი. აღინიშნა, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და წერტილოვან შეზღუდვებზე, ასევე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება"- აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი