ცენტრალური და შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვენ, ქობულეთის სოფელ ცხრაფონა/ჩეხედანას მიმართულებით. მოსახლეობის თქმით, წვიმაში გზა იტბორება და გადაადგილება უჭირთ.
სოფელთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის - ”აჭყვისთავი-ჩეხედანას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე წელს 160 მეტრ მონაკვეთზე დაიგო ცემენტობეტონის საფარი, მომდევნო წელს კი სრულად მოხდება დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია”- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპასუხო კომენტარში.
რაც შეეხება, სოფლის შიდა სასოფლო გზას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება, სადაც 5-10 კუბური მეტრი ბეტონის საფარია გათვალისწინებული, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.