ამერიკის სახელმწიფო მდივანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით დღის მეორე ნახევარში ეწვევა. რა გზავნილებს ჩამოიტანს თეთრი სახლიდან ამერიკის სახელმწიფო მდივანი - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მოსაზრებები ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია.
ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მაიკ პომპეო ხელისუფლებას შეახსენებს მიუკერძოებელი არჩევნების მნიშვნელობას. თავად კი ოპოზიცია პომპეოს აქციით დახვდება, ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.
ორი დღის განმავლობაში უმაღლესი დონის სტუმარი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მესამე სექტორს. საქართველოში აშშ-ის ჯარის მუდმივი განთავსების თხოვნით, სახელმწიფო მდივანს ექსპერტებიც შეხვდებიან. მანამდე კი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საექსპერტო საზოგადოებამ ღია წერილი გაავრცელა. რას წერენ ექსპერტები და რას აპირებს ოპოზიცია.