ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის

13 ნოემბერი 2020, 10:41 2038 ნახვა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაკავებულ პოსტს დატოვებს. როგორც სლოვაკმა სპეციალისტმა დააანონსა, სომხეთთან და ესტონეთთან თამაშის შემდეგ თანამდებობიდან წავა. 

ვაისის პრესკონფერენცია ქართველ ჟურნალისტთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ვლადიმირ ვაისამ მატჩი შეაფასა და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ბოდიშს გიხდით, დღევანდელი დღისთვის. რა თქმა უნდა, შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ეს არის ფეხბურთი, ასეთია ცხოვრება, რომელიც გრძელდება. ბოდიშს ვუხდი ყველას, ჩემს ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს, ფედერაციას, საქართველოს. მაკედონიამ ერთი გოლი გაიტანა და საკმარისი გამოდგა’’. ვაისის განცხადებით საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის დარჩენილ ორ შეხვედრაში გაუძღვება, ხოლო შემდეგ ნაკრებს დატოვებს. ჩემი დრო ამოიწურა, ორი თამაშის შემდეგ თქვენ ახალი მწვრთნელი, ახალი იმედებით გეყოლებათ. საქართველოში ხუთწლიან საქმიანობას ვასრულებ. დღეს ყველა სევდიანია, აცრემლებული ხართ თქვენ ჟურნალისტები, ფეხბურთელები, გულშემატკივრები. ბოდიშს გიხდით", - თქვა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის გაზაფხულზე დაინიშნა.

სლოვაკმა საქართველოს ეროვნული ნაკრების 46 შეხედრას  უთავკაცა, საიდანაც 16 შეხვედრა მოიგო, 15 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 15-ში დამარცხდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში