ყარაბაღის კონფლიქტი  სამხედროდან პოლიტიკური გზით მოგვარების ჭრილში გადავიდა

10 ნოემბერი 2020, 18:10 900 ნახვა

45 დღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ მთიან ყარაბაღში დღეს პირველად აღარ ისვრიან. კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა. არაღიარებული რესპუბლიკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ტრაგედიად აფასებს პრემიერი ფაშინიანი და არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ამბობს, რომ აზერბაიჯანთან გარიგებაზე მხოლოდ  ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან კონსულტაციის შემდეგ წავიდა, რადგან არმიის რესურსი ამოიწურა. ერევანში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს, ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებს, მის გადადგომასა და  მიღწეული შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს. მიღწეული შეთანხმების თანახმად  სომხეთში  რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის ოფიცრები უკვე ჩაფრინდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი