„ქართული ოცნების“ ბრალდება ''ნაციონალურ მოძრაობას''

07 ნოემბერი 2020, 15:03 796 ნახვა

„ქართული ოცნების“ მწვავე ბრალდება „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ოპოზიციის წევრები საოლქო  კომისიების თავმჯდომარეებს რეპრესიებით დაემუქრნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. რის ერთ-ერთ მაგალითად ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება დაასახელეს.

მმართველ პარტიაში შეეხნენ საჩივრების განხილვასაც, როგორც ითქვა საჩივრების ნაწილი სასამართლოში გადაინაცვლებს, გამოვლენილი დარღვევები კი პროცესზე ვერანაირ გავლენას მოახდენს. 

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საჩივრების ნაწილი პარტიებიდან არაუფლებამოსილებმა შეიტანეს, რისი განხილვის საშუალებაც საოლქო კომისიებს არ ჰქონდათ. საოლქო კომისიებთან ოპოზიციის პროტესტს კი აგრესიული მიტინგები უწოდეს, რომელიც ქმნიდა სურათს, რომ ხმებს ობიექტურად არ ითვლიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი