თბილისში ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება

04 ნოემბერი 2020, 11:22 1201 ნახვა

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით ხვალიდან ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება.

კახი კალაძის განმარტებით, შეზღუდვა მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება.

„იცით, რომ ბაგა-ბაღებში სწავლა დავიწყეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მგდომარეობიდან გამომდინარე, ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდმდგომარეობა არ გამოსწორდება“,- განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი