თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დღეს ესტონეთის პარნუს სკოლის არტისტების ფოტოები გამოიფინება. გამოფენაზე სახელწოდებით “სამხრეთ-დასავლეთ ესტონური ანარქიზმის თავისებურებები” ვიდეო არტებს და პერფორმანსს წარმოადგენენ. მსურველებს ნამუშევრების ნახვა 6 საათიდან შეუძლიათ. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 8 ნოემბრამდე დარჩება.