ქობულეთში ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად შესახლებულების მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ, ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, რამაზ ჯინჭარაძეს შეხვდნენ. დაპირების შესაბამისად მინისტრის მოადგილემ, მათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა გააცნო. სამხარაულმა, ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულების, ერთი კვადრატული მეტრის 949-ლარად შეაფასა. შეხვედრა, ქობულეთის საკრებულოს დარბაზში დღის ბოლოს გაიმართა.
სტატისტიკის შენობაში შესახლებულებს არ აკმაყოფილებთ ეს პირობა. ისინი ითხოვენ არსებულ საცხოვრებელში დარჩენას და ამ ფართების გადაცემას მათთვის. ისინი მიღებულ შეთავაზებას არ თანხმდებიან. განაცხადეს, რომ ისინი საერთოდ სხვა პირობას ელოდნენ და სხვა შეთავაზება მიიღეს. რაც შეეხება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, მან განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მიღებული დასკვნა თუ მათთვის მიუღებელია, მათ შეუძლიათ განცხადებით წარმოადგინონ მათი მოთხოვნები და მოხდება ამ საკითხების განხილვა.
არცერთი ოჯახის გამოსახლება არ მოხდება, სანამ მათი დაკმაყოფილება არ მოხდება სრულად. ასევე განიხილავენ, ინვესტორთან მოლაპარაკებას და შესაძლოა ეს 12-ოჯახი დარჩეს ადგილზეც, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება როცა ინვესტორთან მოილაპარაკებენ.